კვირიკე

KVIRIKE_Site Plan.jpg
 

როგორც ერთ-ერთი უძველესი გადარჩენილი მეჩეთი რეგიონში, კვირიკეს მეჩეთს მცირე ხნის წინ მიენიჭა დაცული მონუმენტის სტატუსი. მისი მინარეთი და მადრასა (რომლის თავდაპირველი საფუძვლები ჯერ კიდევ შესამჩნევია მეჩეთის მარჯვნივ განთავსებულ შენობის გეგმაზე) დაანგრიეს საბჭოთა მმართველობის დროს, თუმცა მრავალი არქიტექტურული დეტალი ხელშეუხებელი დარჩა. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ფანჯრების დამცავი ხის ძელები, საგულდაგულოდ დამზადებული მინბარი, და კარი რომლის ჩუქურთმები შესრულებულია ოსმალურ სტილის ყაყაჩოს მოტივების მიხედვით. მრავალი სხვა, ადრეული, მეჩეთის მსგავსად, კვირიკეს მეჩეთის ჭერს სრული გუმბათის ნაცვლად ააქვს ბრტყელი კესონი. აჭარის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მცირე ხნის წინ ჩაატარეს აღგენა-შეკეთებითი სამუშაოები რომლის დროსაც ფუნქციონალური მხარის მაგივრად პრიორიტეტი მიენიჭა ტექნიკურ კონსერვაციას. აღდგა მეჩეთის ფანჯრები, დაემატა კრამიტის სახურავი, შენარჩნებული იქნა ხის მასალა მისი ხელახლა მოხატვის და დამატებით იზოლაციის მიუხედავად. მიუხედავად ამისა სოფელი მეჩეთის მიმართ შედარებით ნაკლებ ყურადღებას იჩენს. ის იშვიათად გამოიყენება პარასკევის და სადღესასწაულო ლოცვის დღეების გარდა.

მუნიციპალიტიტი :  ქობულეთი
ადგილმდებარეობა : 41°46'07.9"N 41°50'20.0"E
მოსახლეობა : 1921
აშენების თარიღი : 1861 (ჰიჯრა 1277)
განახლების თარიღ(ებ)ი : 2013
არქიტექტორი : არჰაველი (თურქეთი) ლაზი
მინარეთი : არ აქვს (თავდაპირველი მინარეთი დაანგრიეს და არ აღუდგენიათ)