ზუნდაგა

ZUNDAGI_Site Plan.jpg
 

მიუხედავად იმისა, რომ ზუნდაგის მეჩეთი აჭარაში არსებულ თითქმის ყველა მეჩეთზე ხანდაზმულია დღეს მაინც კარგ მდგომარეობაში არის. საბჭოთა პერიოდში მეჩეთი გამოიყენებოდა როგორც ადმინისტრაციული შენობა და სადალაქო. მეჩეთის განახლებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოსაზიდად ადგილობრივებმა სარდაფის მცირე ნაწილში სადურგლე გახსნეს. მეჩეთის ინტერიერში ვხვდებით თანამედროვე თარგის მიხედვით გამოჭრილ ორნამენტებს, თუმცა სარდაფში მოთავსებული ძველი მოჩუქურთმებული საყრდენი სვეტები მიგვითითებს რომ თავდაპირველი დეკორაცია ოსმალების მმართველობის პერიოდის უნდა იყოს. ასეთივე დეკორაციას ვხვდებით ახოს, კვირიკეს და პირველი მაისის მეჩეთებშიც. მეჩეთის შემოსაზღვრულ ეზოში ასევე განთავსებულია სასაფლაო და ქვის ნაშთები რომელიც სავარაუდოდ თავდაპირველად განბანის ადგილი იყო.

მუნიციპალიტიტი : ქედა
ადგილმდებარეობა : 41°34'43.8"N 41°49'32.5"E
მოსახლეობა : 299
აშენების თარიღი : 1860s
განახლების თარიღ(ებ)ი : ცოტა ხნის წინ
არქიტექტორი : უსტა კაბაზ აჰმედი (ლაზი) და სამი ადგილობრივი ქაჯაია, გოგიტიძე და თურმანიძე
მინარეთი : არ აქვს