ღორჯომი

Ghorjomi_Site Plan.jpg
 

ხუთი გუმბათით და უზარმაზარი სალოცავი დარბაზით, ღორჯომი წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე დიდ ხის მეჩეს და მრევლის თავშეყრის აქტიურ ადილს. მეჩეთი უფრო დიდი კომპლექსის ნაწილია, რომელშიც ასევე შედის ახლახანს აშენებული მადრასა რომელიც ახლომდებარე დასახლებიდან ჩამოსულ სტუდენტებს მასპინძლობს. სოფლის მაცხოვრებლებმა ასევე ხელახლა ააგეს საბჭოთა დროს განადგურებული მინარეთები და ხელახლა მოხატეს მისი შიდა სივრცე, რომელიც თავდაპირველ კედლის მხატვრობას იმეორებს. შესასვლელის ორივე მხარეს განლაგებული მარცვლეულისა და ხომალდის კედლის მხატვრობა - რომელიც ფაქტიურად იმეორებს დღვანის კედლის მხატვრობის დიზაინს და განლაგებას - მიგვითითებს იმაზე რომ ამ ორ მეჩეთს ერთი მხატვარი ხატავდა. ადგილობრივებმა, რომლებიც სამართლიანად ამაყობენ საკუთარი მეჩეთით, განათავსეს მისი მხატვრობა მიჰრაბის თავზე ისეთ წმინდა ადგილებთან ერთად როგორიცაა ქააბა და ზამზამის ჭა.

მუნიციპალიტიტი : ხულო
ადგილმდებარეობა : 41°38'59.2"N 42°18'41.4"E
მოსახლეობა : 95; დიდი ღორჯომი 2813
აშენების თარიღი : 1902 (ჰიჯრა1320)
მეცინის: 1989
არქიტექტორი: ომერ უსტა, უსტა ბინ აჰმედი (ლაზი)
მინარეთი: აქვს (1930 მოისხნა), 1989 თავიდან აშენდა (დაინგრა) 2014 ისევ აშენდა