ჩაო

CHAO_Site Plan.jpg
 

ჩაოს მეჩეთი, როგორც მეჩეთთა უმრავლესობა ზემო აჭარაში, აგებული იქნა ადგილობრივი არქიტექტორის მიერ ხოლო მორთულობა ეკუთვნის ქვემო აჭარიდან მოწვეულ ლაზ ოსტატს. მას შემდეგ რაც მინარეთი დაანგრიეს საბჭოთა ხელისუფლების 1936 წლის ბრძანების მიხედვით მეჩეთი საწყობად გადაკეთდა ახლოს მდგომი მადრასა კი გამოიყენებოდა, როგორც სოფლის კლუბი. ეს უკანასკნელი დღემდე აქტიურად გამოიყენება. მეჩეთის განახლება პოსტ-საბჭოთა პერიოდში განხორციელდა დიდ წილად ადგილობრივი სახსრებით და მცირე შემოწირულობებით: ხალიჩები ბათუმიდან, მეჩეთის ფასადის გოფრირებული შემოსაფიცრი მასალა თურქეთიდან. მეტწილად თანამედროვე ღია ფერთა შეხამების მიუხედავად, მეჩეთის შიდა სივრცე სავსეა ტრადიციული სიმინდის კულტურის კედლის მხატვრობით (ხშირად განმეორებადი მოტივი რეგიონში რომელიც ასევე გვხვდება ახოს, დღვანის და ღორჯომის მეჩეთებში). სოფლის მოსახლეობისგან დაცლა, რომელიც ძირითადად 1998 წლის მეწყერს უკავშირდება, მეჩეთის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. შედეგად სოფლის მეჩეთში მლოცველთა რაოდენობაც მცირდება და ამცირებს განახლებისთვის საჭირო მხარდაჭერას.

მუნიციპალიტიტი:  ხულო
მდებარეობა: 41°37'12.8"N 42°17'34.4"E
მოსახლეობა: 212
აშენების თარიღი : 1909-1912
განახლების თარიღ(ებ)ი : 1993-1995
არქიტექტორი: უცნობი ლაზი ოსტატი ბათმიდან ან გონიოდან
მინარეთი: აქვს (თავდაპირველი მინარეთი 1936 წელს დაინგრა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით)