ახო

AKHO_Site plan 1-300.jpg
 

ახოს მეჩეთი სოფლის ცენტრში მდებარეობს და მისი მინარეთი დასახლების შენობათა კონტურზე მოჩანს. ქედის მუნიციპალიტეტის სხვა მეჩეთებისგან განსხვავებით ის საშუალო ზომისაა და სტანდარტული შენობის გეგმა აქვს. ახოს მეჩეთი, როგორც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დღეისათვის შემორჩენილი უძველესი მეჩეთი, განახლდა რეგიონის ისტორიული ძეგლთა დაცვის პროგრამის ფარგლებში. თავად მეჩეთი აგებულია 1818 წელს, თუმცა მის საძირკველის ქვაზე გამოსახული ჰიჯრიდან 1340 წელი (1920-21 ჩვწ. აღ.) მოგვიანებით მის კიდევ ერთ განახლების წელზე მიგვითითებს. მეჩეთში შემორჩენილი თავდაპირველი დეტალები - მოჩუქურთმებული კარი და მინბარი - ფაქტიურად წარმოადგენს აჭარული მეჩეთების დეკორაციის პალიმფსესტს და მიგვითითებს ოსმალური ბატონობის ხანაში ოსმალურთან ქართული ადგილობრივი მოტივების შერწყმისკენ. ამასთან ერთად კედელზე დამაგრებული ინტერიერის დეკორაცია (ჩუქურთმების ნაცვლად), ტალღოვანი დორიული სვეტები და კედლის მხატვრობა არის რუსული იმპერიის პერიოდის ტიპიური დეკორაცია.

მუნიციპალიტიტი:  ქედა
ადგილმდებარეობა:  41°39'14.8"N 42°03'26.2"E
მოსახლეობა: 594
აშენების თარიღი:  (ჰიჯრა 1233)
 განახლების თარიღ(ებ)ი: 1920-1921; 1990s
არქიტექტორი: უსტა ჰუსეინი (ლაზი)
 მინარეთი:  თავდაპირველად მინარეთი ჰქონდა 1920 წლამდე; ახალი მინარეთი გაუკეთდა 1990-იან წლებში